
პროფესიონალური თარგმანი ნებისმიერ ენაზე
ზუსტი და ოპერატიულად შესრულებული წერილობითი და ზეპირი თარგმანი ნოტარიული დამოწმებით — ენობრივი ბარიერის გარეშე.
ოპერატიული შესრულება
დაკვეთა სრულდება უმოკლეს ვადებში, ხარისხის დაკარგვის გარეშე.
ნოტარიული დამოწმება
დამოწმებული თარგმანი ოფიციალური და საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტებისთვის.
ნებისმიერი ენა
თარგმანი მსოფლიოს ყველა ძირითად ენაზე გამოცდილი მთარგმნელების მიერ.
საკურიერო მომსახურება
შესრულებული თარგმანის მიწოდება თბილისის მასშტაბით.
რა შეგვიძლია თქვენთვის
მთარგმნელობითი კომპანია Lingua Connect გთავაზობთ ყველა სახის მთარგმნელობით მომსახურებას: სამედიცინო, ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური და სხვა ტიპის ტექსტების თარგმანს ნოტარიული დამოწმებით.
დოკუმენტების წერილობითი თარგმანი ნებისმიერ ენაზე, ასევე ზეპირი თარგმანი.
ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალ მთარგმნელებს, რაც საშუალებას გვაძლევს თარგმანი შევასრულოთ ნებისმიერ ენაზე — ოპერატიულად, ზუსტად და კონფიდენციალურად.
ფინანსური თარგმანი
ფინანსური ანგარიშგებების, აუდიტორული დასკვნების, საბანკო და საგადასახადო დოკუმენტაციის თარგმნა ეკონომიკური ტერმინოლოგიის ზუსტი დაცვით.
დეტალურადსამედიცინო თარგმანი
სამედიცინო ცნობების, ეპიკრიზების, ანალიზების, ფარმაცევტული და კლინიკური დოკუმენტაციის თარგმნა შესაბამისი ტერმინოლოგიით.
დეტალურადტექნიკური თარგმანი
ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციების, სტანდარტების, პროექტებისა და მეცნიერულ-ტექნიკური მასალების თარგმნა.
დეტალურადიურიდიული თარგმანი
ხელშეკრულებების, სასამართლო დოკუმენტების, სატენდერო და საზღვარგარეთ წარსადგენი საბუთების თარგმნა ნოტარიული დამოწმებით.
დეტალურად
ვისთან ვთანამშრომლობთ
Lingua Connect აქტიურად თანამშრომლობს იურიდიულ კომპანიებთან, სანოტარო ბიუროებთან, ფინანსურ ბიუროებთან, ბიზნეს-ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან — როგორც ერთჯერადი დაკვეთების, ასევე გრძელვადიანი პარტნიორობის ფორმატში.
- იურიდიული კომპანიები
- სანოტარო ბიუროები
- ფინანსური ბიუროები
- აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები
- ბიზნეს-ორგანიზაციები
- კერძო პირები
როგორ უნდა მოიქცეთ?
სათარჯიმნო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენთვის საჭირო დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე info@linguaconnect.ge.
გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი
გადმოგვიგზავნეთ სათარგმნი დოკუმენტი ელფოსტაზე — სკანირებული ან ფოტოს სახით.
მიუთითეთ დეტალები
წერილში მიუთითეთ:
- რომელი ენიდან რომელ ენაზე გსურთ თარგმნა;
- გჭირდებათ თუ არა ნოტარიული დამოწმება;
- რა ვადაში გსურთ მომსახურების მიღება.
გთხოვთ, წერილს დაურთოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მეილი, რათა ჩვენი წარმომადგენელი ოპერატიულად დაგიკავშირდეთ.
დაგიკავშირდებით ოპერატიულად
ჩვენი თანამშრომელი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ, მოგაწვდით სრულ ინფორმაციას მომსახურების ღირებულებისა და შესრულების ვადის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ შესაბამისი სერვისის შერჩევაში.
მიიღეთ შესრულებული თარგმანი
შესრულებული თარგმანის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, ელფოსტის საშუალებით, ან ადგილზე — პირადად.
ასევე, ხელმისაწვდომია საკურიერო მომსახურება თბილისის მასშტაბით.
თარგმანი ხდება თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ენაზე
ქვემოთ მოცემულია ენების ნაწილი, რომლებზეც ვმუშაობთ. თუ თქვენთვის საჭირო ენა სიაში არ არის — მოგვწერეთ და შეგირჩევთ შესაბამის მთარგმნელს.
- ინგლისური
- რუსული
- გერმანული
- ფრანგული
- იტალიური
- ესპანური
- პორტუგალიური
- თურქული
- აზერბაიჯანული
- სომხური
- უკრაინული
- პოლონური
- ჩეხური
- სლოვაკური
- ბერძნული
- ებრაული
- არაბული
- სპარსული
- ჩინური
- იაპონური
- კორეული
- ჰინდი
- ნიდერლანდური
- შვედური
- ნორვეგიული
- დანიური
- ფინური
- უნგრული
- რუმინული
- ბულგარული
- სერბული
- ხორვატული
- სლოვენიური
- ლიტვური
- ლატვიური
- ესტონური
- ყაზახური
- უზბეკური
- ინდონეზიური
- ვიეტნამური
- + …

ენობრივი ბარიერის გარეშე
Lingua Connect არის თარჯიმანთა ბიურო, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ქართველ და უცხოელ მთარგმნელებს. ჩვენთვის მთავარია თითოეული დაკვეთის ზუსტი, ოპერატიული და კონფიდენციალური შესრულება.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში — როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
თარგმანის ხარისხს მკაცრად ვაკონტროლებთ: ტერმინოლოგია, სახელები, რიცხვები და დოკუმენტის ფორმატირება ზედმიწევნით მოწმდება ჩაბარებამდე.
სიზუსტე
დარგობრივი ტერმინოლოგიისა და დოკუმენტის ყველა დეტალის ზუსტი დამუშავება.
ოპერატიულობა
რეალისტური ვადები და დაკვეთის შესრულება უმოკლეს დროში.
კონფიდენციალურობა
თქვენი დოკუმენტები და პირადი ინფორმაცია სრულად დაცულია.
დაგვიკავშირდით დღესვე
მომსახურების ღირებულებისა და შესრულების ვადის დასადგენად დაგვიკავშირდით ან გამოგვიგზავნეთ სათარგმნი დოკუმენტი ელფოსტაზე.